საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან “კახელების მარშს” შეუერთდა.
რამდენიმე წუთის წინ კახელები მარშით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდნენ.
კახელები და ქიზიყელები ერეკლე II-ის მოედნიდან ორბელიანების სასახლემდე აქცია-მსვლელობით ლოზუნგით – „დინჯად, მაგრამ ჯიუტად ევროპისკენ!“ მივიდნენ.