ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტის მიღებას გეგმავს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტის მიღებას გეგმავს – ამის შესახებ გერმანული გამოცემა წერს. მაღალჩინოსნები გამოცემასთან საუბრისას ამბობენ, რომ ეს პაკეტი უნდა იყოს მკაფიო სიგნალი რუსეთისთვის და მოიცავს ზომებს რუსული ეკონომიკის კონკრეტული სექტორების წინააღმდეგ, რომლებსაც აქამდე სანქციები ან საერთოდ არ შეხებია, ან სანახევროდ შეეხო.

ევროკომისია და ევროკავშირის საგარეო სამსახური ასევე აპირებს შესვლის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას იმ პირებისთვის, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ და მონაწილეობდნენ დეზინფორმაციულ კამპანიებში, მათ შორის გერმანიაში. თუმცა, ბრიუსელში ამბობენ იმასაც, რომ რთული იქნება ე.წ. რუსულ ჰიბრიდულ თავდასხმებში მონაწილე ცალკეული პირების დადგენა და მათი დანაშაულის დამტკიცება.

იტვირთბა....