ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში, ომის ვეტერანები და გიორგი ანწუხელიძის თანამებრძოლები მარშს მართავენ

“გმირები თავისუფლებისთვის” – თბილისში, ომის ვეტერანები და გიორგი ანწუხელიძის თანამებრძოლები მარშს მართავენ – ომის ვეტერანები გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტისკენ მივლენ, სადაც ძირითად საპროტესტო აქციას შეუერთდებიან. აქციაში ომის ვეტერანების გარდა ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის თანამებრძოლები არიან.

“ჩვენ ვართ გიორგი ანწუხელიძის ქვეყნიდან და მორალური უფლება არ გვაქვს, რომ ჩავბარდეთ რუსეთს. გიორგი აწამეს, იმიტომ რომ ქართულ დროშას არ გადაუარა ფეხით – სასტიკად აწამეს რუსებმა. ეს იყო 2008 წელს და დღეს, 2024 წელს ჩვენ კიდევ გარუსების საფრთხის წინაშე ვართ. ჩვენ გვმართავს კრემლი. ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება გარუსებს, რუსული რეჟიმს აქ დამყარებას. შესაბამისად, გვინდა, რომ პრორუსული ხელისუფლება გავისტუმროთ. ვითხოვთ, გაყალბებული არჩევნების ხელახალ ჩატარებას, ოღონდ სამართლიანად და ვითხოვთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას” – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

იტვირთბა....