ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სპეცრეიდი: ნიღბიანი პოლიციელები ავტომობილებს აჩერებენ და მანქანების საბარგულებს ამოწმებენ

 

საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. რეიდები ხორციელდება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. რეიდებზე ბრძანება შს მინისტრმა გასცა.

“შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რიგითი საპოლიციო შემოწმება მიმდინარეობს, რომლის მიზანია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა,”- აცხადებენ შსს-ში.

საპატრულო და კრიმინლაური პოლიციის თანამშრომლები, ასევე ნიღბიანი სამართალდამცველები, ავტომობილებს აჩერებენ, ამოწმებენ მანქანების საბარგულებს და მძღოლების საბუთებს. ასევე აჩერებენ ფეხით მოსიარულეებს და ამოწმებენ მათ საბუთებს.

კონკრეტულად რასთანაა დაკავშირებული ასეთი რეიდი, დამატებითი ინფორმაციას ამ ეტაპზე შსს არ ავრცელებს.

 

 

იტვირთბა....