ახალი ამბები ბიზნესი მთავარი სამართალი

რატომ ხსნიდა ივანიშვილის ანგარიშებიდან თანხას შვეიცარიული ბანკის მენეჯერი: ოლიგარქი ბანკს უჩივის

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკის Credit Suisse Bank -ის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო, მისი საინვესტიციო პორტფელის არასათანადოდ გამოყენების გამო. ამის შესახებ ამერიკულ გამოცემა The Wall Street Journal წერს.

ჟენევის პოლიციას ივანიშვილმა გასული წლის დეკემბერსა და იანვარში რამდენჯერმე მიმართა CrediT Suisse Bank -ის დარღვევებთან დაკავშირებით.

ივანიშვილის ამტკიცებს, რომ ბანკის მენეჯერმა მას 5 მილიარდი დააკარგვინა. სტატიის თანახმად, ივანიშვილმა ჟენევის პროკურორს რამდენიმე საჩივარით მიმართა და ბანკ Credit Suisse-ის ცუდ მენეჯმენტსა და თაღლითობის ფაქტებზე მიუთითა.

ფრანსის ლესკოდრონი, ბანკის ურთიერთობის მენეჯერი ახლა ციხეშია. მისი ადვოკატის მტკიცებით, ბანკის პრობლემები ჯერ კიდევ 2007 წელს შეექმნა, როცა თავის კლიენტებს ერთ-ერთი ავსტრიული ჰოლდინგის აქციები მიჰყიდა. მოგვიანებით, ამ ჰოლდინგის აქციები დაეცა. მაშინ ლესკოდრონმა, კლიენტების ზარალის ანაზღაურების მიზნით, თანხა ბიძინა ივანიშვილის ანგარიშებიდან მოხსნა.

“ის იყენებდა მსხვილი კლიენტების ფულს და სხვა კლიენტებს აძლევდა მოგების გასაზრდელად. ეს პროცესი ივნისამდე გრძელდებოდა.” – აცხადებს ადვოკატი.

Wall Street Journal-ი აღნიშნავს, რომ ფორბსის შეფასებით ბიძინა ივანიშვილის ქონება 4,8 მილიარდი აშშ დოლარია და ის საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანად მიიჩნევა.

 

იტვირთბა....