ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ძრავში შევარდნილი ჩიტები გამო თურქეთში ავიაკატასტროფა მოხდა

თურქეთში, კონიის  პროვინციაში, ჩამოვარდა ე.წ. რეაქტიული აერობატიკის, საჰაერო მანევრების ჯგუფში შემავალი თვითმფრინავი. ოფიციალური ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ძრავაში ჩიტების მოხვედრა გახდა.

თვითმფრინავში მხოლოდ ერთი პილოტი იმყოფებოდა, მან კატაპულტირება მოახერხა, თუმცა დაშავდა და კლინიკაშია გადაყვანილი. მედიის ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შემთხვევა 6 დეკემბერს მოხდა.

იტვირთბა....