ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

„ასეთი სახელმწიფოს დამარცხება შეუძლებელია” – ზელენსკიმ დაჭრილი მებრძოლები მოინახულა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონეცკისა და ხარკოვის რეგიონებში ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ, კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაჭრილი სამხედროები მოინახულა და უკრაინის შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა.

მოგვიანებით, ზელენსკიმ მარიინსკის სასახლეში უკრაინელი სამხედროები დააჯილდოვა.

“დღეს ჩვენი მადლიერების დღეა. სწორედ ეს არის 6 დეკემბრის მნიშვნელობა – და ეს იქნება სამუდამოდ. ახლა მხოლოდ ასე აღნიშნავს ჩვენი ხალხი უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს – მადლობის სიტყვებით, მადლიერების გრძნობით, მადლიერების ცრემლებით. […]

როდესაც სახელმწიფოში შეიარაღებული ძალების დღე, თავისი მნიშვნელობით, მადლიერების დღესასწაულია, დარწმუნებული ვარ, ასეთი სახელმწიფოს დამარცხება და დაშლა შეუძლებელია”,  – თქვა ზელენსკიმ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მისთვის პატივი იყო მთელი დღის უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად გატარება და ყველას გამარჯვება უსურვა.

იტვირთბა....