ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რისთვის მოკვეთა თავი ISIS-იმ 15 წლის ბიჭს

 

“ისლამურმა სახელმწიფომ” 15 წლის ბიჭს, პოპ მუსიკის მოსმენისთვის თავი მოკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily Mail ავრცელებს.

აჰამ ჰუსეინი სირიის ქალაქ მოსულში, რომელიც ISIS აქვს დაკავებული მამამისის მაღაზიაში მუსიკას უსმენდა.

ადგილობრივი მედიიც, ცნობით, ბავშვის ცხედარი ოჯახს გუშინ გადაეცა.

შეგახსენებთ, დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს” საკუთარი “კანონები” აქვს. სწორედ აღნიშნული “კანონმდებლობა” აქცევს ყველაზე საშიშ ტერორისტულ დაჯგუფებად მსოფლიოში. ჯიჰადისტები ხოცავენ ტყვედჩავარდნილ ადამიანებს და მათი მკვლელობის კადრებს ინტერნეტში ათავსებენ. ყველაზე დაუნდობლები ტერორისტები ჰომოსექსუალებისა და სხვა სახის უმცირესობების მიმართ არიან. ISIS ასევე კრძალავს მუსიკის მოსმენას, რომელიც არცერთ სხვა ისლამურ სახელმწიფოში არ არის აკრძალული.

 

 

 

 

იტვირთბა....