მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიანაა დამძიმებული.
“ჰემოგლობინი არის ძალიან დავარდნილი, ადამიანი არის ძალიან სუსტად, ფეხზე ვეღარ დგება, გუშინ რომ დავინახე, ისე აქვს დაწვრილებული – პატარა ბავშვივით, ზუსტად ამიტომ ვეღარ დგება, იმ ფეხებზე ვეღარ დგება. ახლა, ამ მომენტში, მოსამართლეს ვთხოვთ, რომ პროცესი დააჩქაროს. თვითონაც ამის იმედი აქვს, ელოდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს განხილვა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.