ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს არ არის სიმართლე…” – რა ინფორმაციას ავრცელებს “ვივა მედის” კლინიკური დირექტორი სააკაშვილზე

„ვივამედის„ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაყვანილი არ არის.

ჩხაიძის თქმით, ვრცელდება არასწორი ინფორმაცია.

კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა წაქცევის ეპიზოდიც ახსენა და თქვა, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

“არ არის სიმართლე ინფორმაცია, მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის შესახებ. ეს არ არის სწორი. მე არ ვიცი, საიდან გავრცელდა. მისი სტაბილურია მდგომარეობა. შესაბამისად, გრძელდება მკურნალობა. წაქცევის ეპიზოდი არ ყოფილა, იყო მხოლოდ წნევის ცვალებადობა.

მისი მდგომაროებიდან გამომდინარე უტარდება ყველაფერი, მაგრამ მკურნალობა არის რთული და ბევრი რამ პაციენტზეა დამოკიდებული. უნდა იკვებოს სრულფასოვნად. ის კიდე არ იკვებება. ეს არ ნიშნავს რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ არ ჭამს”. – განაცხადა ზურა ჩხაიძემ.

იტვირთბა....