მხატვარ გია ბუღაძისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი კონტრაქტი არ შეუთავაზებია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “მეტრონომმა” რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ჯაბა სამუშიასთან დარეკვა სცადა, თუმცა ის ჟურნალისტების ზარებს არ პასუხობს და კომენტარის გაკეთებას თავს არიდებს.
ბუღაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თამარ დოლბაიამ გაავრცელა:
“მოხდა ისე, რომ დაგვიანებით მოიტანა ნასამართლეობის ცნობა და ამ დროს ჩვენ ამ განსხვავებულ ტარიფებს პლიუს კიდევ ვაზუსტებთ. როგორც ვიცი, კადრების სპეციალისტმა უთხრა, ეს დაზუსტებული ჯერ არ მაქვს და ორ დღეში მექნებაო. ასე უთქვამს, კი ბატონო, რამდენიმე დღეში მოვალო. როგორც გავიგე, იმ რამოდენიმე დღეში სტუდენტებს უთხრა, მიშვებენ უნივერსიტეტიდანო. არავინ არ უშვებს უნივერსიტეტიდან, მე დღესაც ველოდები, არა მარტო მე, მიმართულება, პროგრამა, სტუდენტები. რექტორი ჯერ მოვალეობის შემსრულებელია სულ რამდენიმე კვირაა და ის ასეთ საკითხებში არ ერევა – ამბობს თამარ დოლბაია.