ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი, მამუკა მდინარაძე უკრაინელ დაღუპულ ბიჭებზე კომენტარს აკეთებს:
“ისინი ნერვიულობენ საქართველოს მოქალაქეზე დაღუპულზე? და დაღუპულ ბიჭებზე ნერვიულობენ ისინი და ჩვენ არ ვნერვიულობთ? ამის გამოყვანა უნდათ? ნაცები არიან ადამიანები და ნერვიულობენ ადამიანის გარდაცვალებაზე და ჩვენ არ ვნერვიულობთ და ჩვენ არ განვიცდით ამას? ამის გამოყვანა უნდათ მათ, როდესაც იყენებენ იარაღად თითოეულ გარდაცვალებას.
როდესაც ვლაპარაკობდით სხვადასხვა შემთხვევაზე, ამ შემთხვევაში უკრაინაში დაღუპულ ხალხზეა საუბარი, მეორე შემთხვევაში საუბარი იყო საქართველოში სხვადასხვა გარდაცვალებულ ადამიანებზე, რომელიც ვთქვათ მოკლეს, დანაშაულის შედეგად და ა.შ. ყველა შემთხვევაში ამ ამბავს და ამ ამბებს ისინი იყენებენ ინსტრუმენტად, რომ დააზიანონ ხელისუფლება. და არიან თანამზრახველები ადამიანის გარდაცვალების და სიკვდილის, პიარული თანამზრახველები ამ შემთხვევაში. […] ეს არის რეალობა და გულის სიღრმეში, ყველას არა რა თქმა უნდა, ამ ბავშვებს როგორ დავაბრალო რომ ეს უხარიათ, მაგრამ მე მეგულება ადამიანები, კონკრეტული ომის და ღალატის პარტიაში, რომლებსაც უხარიათ კიდევაც, ასეთი ადამიანებიც კი მჯერა, რომ იქ არიან, უხარიათ კიდევაც რაღაც ასეთი ფაქტები იმისათვის, რომ პიარული დარტყმები განახორციელონ”.