უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ანდრეი კასიანოვის დღეს დაგეგმილი შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაუქმებულია.
დღეს, 6 დეკემბერს ანდრეი კასიანოვმა წლის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე მან სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზეც და თქვა, რომ აღნიშნულ საკითხს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პირადად დააყენებს.
აღნიშნულ ფაქტს წინ უძღოდა კასიანოვის კრიტიკული განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მისამართით.