ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სოფელ-სოფელ დადიან და ეძებენ ადამიანებს, ვინ წაიყვანონ ომში და რომანტიზირება როგორ მოახდინონ ამ ამბების – მდინარაძე

პრემიერის მსგავსად მამუკა მდინარაძეც იმეორებს, რომ უკრაინაში საომრად ქართველი მებრძოლები “ნაციონალურ მოძრაობას” მიჰყავს. სახელისუფლებო გუნდის წარმოამდგენელი ამბობს, რომ ოპოზიციის წევრები ომში წასვლის მსურველებს სოფელ-სოფელ ეძებენ.

არიან ადამიანები, რომლებიც უკრაინაში ვიღაცის მოწოდებით არიან წასულები და ვირაცის წაყვანილები არიან. ასეთებიც არიან. არიან ადამიანებიც, რომლებიც თავისი გმირული სულისკვეთებით და თავისი რწმენით იბრძვიან. ყველამ იცის და ამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, რომ სოფელ-სოფელ დადიან და ეძებენ ადამიანებს, ვინ წაიყვანონ და რომანტიზირება როგორ მოახდინონ ამ ამბების. როგორც მშვიდობა აღიზიანებთ თქვენს თანაპარტიელებს, ასევე აღიზიანებს სიმართლე თქვენს პარტიას, – თქვა მდინარაძემ.

პრემიერმა გუშინ თქვა, რომ უკრაინაში საომრად ქართელი მებრძოლები ომის პარტიას მიჰყავს.

იტვირთბა....