aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ბახმუტში საიდუმლო სპეცოპერაცია ქართველების მონაწილეობით მალე დაიწყება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბახმუტში საიდუმლო სპეცოპერაცია ქართველების მონაწილეობით მალე დაიწყება. თანამებრძოლებმა ყველაზე ცელი წერტილიდან გმირი ჯარისკაცების ცხედრები უნდა გამოიტანონ.

“პირველებთან” საუბარში უკრაინელი მყოფი მეომრები ამბობენ, რომ უკრაინული მხარე კონტრშეტევისთვის ემზადება, თუმცა ეს 20 კაციანი ჯგუფით ვერ მოხერხდება. მათი თქმით, ახლა სწორი კოორდინაციაა საჭირო.

უკრაინული მხარე ემზადება კონტრშეტევისთვის, რომ ეს ტერიტორია, სადაც ჩვენი გარდაცვლილი ბიწები არიან, გათავისუფლდეს. ორი ვარიანტია: ან იღებ შტურმით და ათავისუფლებ შენს დაღუპულ ბიჭებს და გამოგყავს ცხედრები ან მეორე ვარიანტია მოლაპარაკება. ათკაციანი და ოცკაციანი ჯგუფი ამ სპეცოპერაციას ვერ ჩაატარებს და იმ ხალხიდ გამოყვანა ძნელი იქნება, – ამბობს ნადიმ ხმალაძე. ქართველი მებრძოლების გამოსვენება ფრონტის წინა ხაზიდან ამ დრომდე ვერ ხერდება. ქალაქის ბახმუტი ისევ ოკუპანტების სამიზნეა. დაღუპული გმირების ოჯახის წევრები კი უკვე მე-4 დღეა ცხედრების გადასვენებას ელოდებიან.

იტვირთბა....