ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სულ პატარა მოკლეს, სულ ცოტა ხანს იცოცხლა” – რას წერს ეკა ხერხეულიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ეკა ხერხეულიძე Facebook-ზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს 18 წლის წინ დაღუპულ ახალგაზრდა მეგობარზე.

“რა გატირებს ტოო… აჩიკო წაიყვანეს,ბღავილით ვუპასუხე..
ფული არ გვაქვს,ხო? მაიცა,რამეს ვიშოვი…უბილეთო მგზავრები შევახტით მატარებელს,წარმოუდგენელ ვითარებაში აღმოვჩნდით..გაუსაძლისი სუნი იყო..მატყობდა,რომ იქ გამჩერებელი არ ვიყავი,დროგამოშვებით მაფრთხილებდა,იცოდე,შუაღამეს ჩასვლა არც იფიქრო,ტყეში დავრჩებითო..მატარებელი გავაჩერე და უღრან ტყეში გადავხტით🙈 დავრჩით მარტო უფულო და უკომპასო..მივდივართ,მაგრამ სად ? არ ვიცით..რაღაც გაჩერება შეგვხვდა,მოსაცდელის ჯიხურში გავათენეთ..დილით უცნობებს დავემგზავრეთ… 🙂
მერე იყო ქუთაისი.. რა გატირებს,ტო? ..აჩიკო ქუთაისში წაიყვანეს და ვეღარ ვნახავ,ისევ ვბღავი..მაიცა,რა უნდა გავაკეთოთ,რომ ნახო? გამორიცხულია,ვერ ვნახავ..აი,როგორ ვერ ნახავ,მაგასაც ვნახავთ..მანქანას ვიშოვი და წავიდეთ..დილით უკვე ქუთაისში ვიყავით.
მთელი გზა ფიქრობდა რა უნდა ექნა ისეთი,რომ აჩიკო ნაწილიდან გამოეყვანა და ჩვენ შევხვედროდით ერთმანეთს.მოიფიქრა.მივიდა ასმეთაურთან და ეუბნება-ეხლავე აგიხსნი რა ხდება-მოკლედ, ამ ორ ადამიანს მაგრად უყვარს ერთმანეთი,ამ უბედურებაში ფეხს ნუ ჩადგამ და აჩიკოს ტერიტორიიდან გასვლაზე უარს ნუ ეტყვიო.ასმეთაურმა,გამორიცხულია,დილის “პადიომზე” ჯარისკაცები თვლით მყავსო..მაიცა,სულ ეგ არი პრობლემაო? კიო..მოკლედ,ეგ მოგვარებადია,მე დავრჩები ნაწილში აჩიკოს ნაცვლად და თვლაში დანაკლისი არ გექნება,ესენი ერთად გავუშვათო.კაცი გამოშტერდა,როგორ დილის ექვს საათზე ადგები,”სტროიში” ჩადგები და მეგობრების გამო ირბენო? კიო,ტო..დარჩა,იქ იცხოვრა კარგა ხანს,სანამ ისევ ჩვენ არ შევიბრალეთ❤️
სულ პატარა მოკლეს,სულ ცოტა ხანს იცოცხლა,მაგრამ 25 წლისამ იმხელა სიყვარული დატოვა,რომ ამ ქალაქის ყველა უბანში დღემდე ვაჟკაცობის ეტალონია.
რაინდი იყო ჩემი დათო ხორავა,ჩემი უღალატო მეგობარი❤️ ამასობაში,18 წელი გასულა,რაც მის გარეშე გვიწევს სიცოცხლე💔”- წერს ხერხეულიძე.

იტვირთბა....