ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვითარება ბახმუტში დაძაბულია, ჩვენი ბიჭები და უკრაინელი ჯარისკაცები მტკიცედ დგანან – რას ამბობს უკრაინაში მებრძოლი ქართველი?

უკრაინაში, ბახმუტში შეტაკებების დროს დაჭრილი და გადარჩენილი ქართველი მეომარი, მიშა ბატურინი შეტევის დეტალების შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, ქართველი მებრძოლების ცხედრების გამოყვანა ცხელი წერილიდან, ამ დრომდე ვერ ხერხდება.

“ვითარება ბახმუტში დაძაბულია, მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები. ოკუპანტს ფრონტის ხაზის გასწორება სურს, მაგრამ ჩვენი ბიჭები და უკრაინელი ჯარისკაცები მტკიცედ დგანან და ოკუპანტს ამის საშუალებას არ მისცემენ. ცხედრებთან დაკავშირებით, ბოლო ინფორმაციით არ გვაქვს წარმატება. კავშირი წინა ჯგუფებთან არ არის“, – აცხადებს უკრაინაში მებრძოლი ქართველი.

შეგახსენებთ, 3 დეკემბერს ბახმუტში 5 ქართველი დაიღუპა:
ბადრი მარკელია, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ.

რუსულ აგრესიას უკრაინაში, 24 თებერვლის შემდეგ, უკვე 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.

იტვირთბა....