უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 6 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 92 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +510]
ტანკი – 2 929 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 5 905 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 1 915 ერთეული [+1]
MLRS – 395 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 211 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 281 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 264 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 587 ერთეული [+5]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 592 ერთეული [+61]
გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 4 505 ერთეული [+8]
სპეცტექნიკა – 163 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს [განახლებულ მონაცემებს აქვე მოგაწვდით].
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული მონაცემებით კი, 24 თებერვლიდან 5 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
339 თვითმფრინავი
180 ვერტმფრენი
2 628 უპილოტო საფრენი აპარატი
391 საზენიტო სარაკეტო სისტემა
6 996 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
910 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 657 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
7 477 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.