თუ როგორ მოხდა გიორგი არევაძის შერჩევა მიხეილ სააკაშვილის ბედის გადასაწყვეტად, მოსამართლე „პირველებთან“ ამბობს, რომ ამაზე საუბარი სწორი არ არის.
ახლა თქვენთან ამაზე საუბარი უხერხულია. არც არის სწორი.
არსებობს თუ არა თვითაცილების საფუძველი, არევაძე ამბობს, რომ ჯერ ამის შესახებ მისთვის არავის არაფერი უთქვამს.
„როდესაც საქმეს იხილავ, ყველა საკითხი წყდება პროცესზე. დაველოდოთ, დაინიშნება პროცესი და იქ გადავწყვიტავთ ყველაფერს. ასე სადარბაზოშ ეს საკითხი არ წყდება.
მოსამართლე „პირველებთან“ ასევე ადასტურებს, რომ საქმის მასალებს უკვე გაეცნო.
„რა თქმა უნდა, საქმის მასალებს უკვე გავეცანი.
კითხვაზე, ხომ არ ნანობს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილზე აქვს მიღებული, საუბარია პატიმრობის განსაზღვრაზე, მოსამართლე ამბობს, რომ საქმის მასალები რის საშუალებასაც იძლევა ყოველთვის ისე იღებს გადაწყვეტილებას.
„რას მეკითხებით, განაჩენს ვნანობ თუ არა, თუ სასჯელს ვნანობ თუ არა? საქმის მასალები რის საშუალებასაც იძლევა ყოველთვის ისე ვიღებ გადაწყვეტილებას. .- ამბობს არევაძე