ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდის მოიმატებს ტემპერატურა საქართველოში

“მეტრონომი” სინოპტიკოს დოდო გვაზავას ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით ესაუბრა. სინოპტიკოსმა ჩვენთან კომენტარის გაკეთებისას აღნიშნა, რომ შესაძლებელია ტემპერატურამ რამდენიმე გრადუსით მოიმატოს.

“ამინდის მკვეთრი გაუარესება მოსალოდნელი არ არის. ისევ მოქმედებს ციმბირის ატრიციკლონი, რომელიც იწვევ უმეტესად ღრუბლიან ამინდს და ეს გამოიწვევს 8 რიცხვიდან ყინვების მომატებას აღმოსავლეთ საქართველოს, როგორც მთაში ისევე ბარში.
ღრუბლიანობა ამ კვირის განმავშლობაში შენარჩუნდება. შესაძლებელია ტემპერატურამ რამდენიმე გრადუსით მოიმატოს, თუმცა მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. დასავლეთ საქართველოში ზამთართან შედარებით თბილა, 11-13 გრადუსია ტემპერატურა და იმ კვირიდან შეიძლება რამდენიმე გრადუსით მოიმატოს. დასავლეთში მხოლოდ მთაში იქნება ყინვა, განსხვავებით აღმოსავლეთ საქართველოსა.”- განაცხადა სინოპტიკოსმა.

იტვირთბა....