ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რა ვქნათ ახლა, გადავყაროთ იარაღი და ვინც მოგვადგება ყველას ჩავბარდეთ? – ალეკო ელისაშვილი

„სამჯერ კი არა, სამი ათასი წელია ვიბრძვით და ამიტომ რა ვქნათ ახლა, გადავყაროთ იარაღი და ვინც მოგვადგება ყველას ჩავბარდეთ?“ – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, სადაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს.

ალეკო ელისაშვილი ღარიბაშვილის მიერ უკრაინაში ქართველი მებრძოლების გარდაცვალების გამო გამოცხადებულ სამძიმარს სამარცხვინოს და უხერხულს უწოდებს.

„არგაღიზიანება გასაგებია, მაგრამ სილაჩრესა და სიმხდალეშია უკვე „ქართული ოცნება“ გადასული. არგაღიზიანება მესმის, მაგრამ რაღაც ზღვარი ხომ უნდა გეჭიროს? – ღირსება.

ამიტომ უნდა ჩავბარდეთ? სამჯერ კი არა, სამი ათასი წელია ვიბრძვით და ამიტომ რა ვქნათ ახლა, გადავყაროთ იარაღი და ვინც მოგვადგება ყველას ჩავბარდეთ? რა უნდა ეწყინოს და რით უნდა გააღიზიანო რუსეთი? იმით, რომ შენი ბიჭები მოგიკლეს და მათზე დარდი თქვა? სამი წინადადება დაწერე, ამას ხომ არაფერი ამბავი არ მოჰყვებოდა, ველოდებოდი! დიახ, ამ დროს უნდა გამოაცხადო გლოვის დღე, რად უნდა ამას შეგონება და პოლიტიკის თეორიის სწავლება.

მაგრად უპასუხა არჩილ ხოფერიამ. მისი პასუხი არის ყველაზე მაგარი პასუხი, რომ შენი და სხვისი წასაყვანი რა მჭირდაო. ღარიბაშვილი პოლიტიკური ლიდერი ვერაფრით ვერ გახადა. დაბოღმილი აქტივისტის როლიდან ვერ გამოვიდა. რაზე ვლაპარაკობთ, 6 ქართველი ქართველი მოკვდა. არავის არავინ მიჰყავს. ყველამ ვინც იქ არის წასული იცის, რომ იქ არის საერთო მტერი, მათი მიზანია დააჩოქონ რუსეთი. ღარიბაშვილს არვინ სთხოვს აიღოს იარაღი და იომოს“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

იტვირთბა....