ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დიდი ნადირობაა ნაბრძანები – რას წერს ბუკა პეტრიაშვილი უკრაინის ომზე

გამარჯობა! #BუკაDეილიNიუსი ს ახალი ამბების დასტიდან:
დონეცკის მიმართულებაზე კვლავინდებურად ცხელა, მაგრამ მაგრა დგანან ჩვენები! არამხოლოდ უშუალოდ ბახმუტში, არამედ გუშინ მის მიდამეობშიც გვქონდა წარმატებული კონტრშეტევები!
ლუჰანსკის მიმართულებაზე დიდძალი რეზერვი გადაისროლა ურდომ, რომ კრემენნა სვატოვოს მიმართულებაზე ბოლომდე არ გაერღვეთ ლუჰანსკის ფრონტი, მაგრამ არ შველით არაფერი. როგორც კრემენნასთან, ისე სვოტოვესთან ჩვენები მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტებზე მაყარებენ კონტროლს ან გადაყავთ “რუხ ზონაში”, ანუ დევნიან იქიდანაც ურდოს და ნელ-ნელა ააფრიალებენ უკრიანის დროშას!
მარიუპოლშიც და მელიტოპოლშიც სერიოზულად მუშაობს ჩვენების პარტიზანული დაჯგუფებები. უმწარებენ ყოველდღე სიცოცხლეს ურდოს! დიდი ნადირობაა ნაბრძანები მათზე, მაგრამ გამოდის, რომ პირიქით ჩვენები ნადირობენ ურდოზე და გაულიატერებზე!
ხერსონისკენ ისევ მუშაობდა მტრის არტილერია და იბომბებბოდა ოლქი, მაგრამ ჩვენებიც კარგად უბაგუნებდნენ გუშინ!
ცხადია გუშინდელი დღის ნიუსი იყო რაიზანში და სარატოვში, უკრაინის საზღვრიდან 700 კილომეტრში ურდოს 2 სტრატეგიული ბომბდამშენების აეროდრომებზე კამიკაძე დრონებით შეტევა. ჩვენების მიერ შექმნილმა კამიკაძე დრონებმა გამოცდა წარმატებით ჩააბარეს, იფრინეს ასობით კილომეტრი და დილიდან დაუბაბანეს ურდოს – 2 ტუ-22 სერიოზულად არის დაზიანებული, 3 მკვდარი ყავთ და 6 დაჭრილი. მთავარი ცხადია ის არის, რომ ურდოს ჰაერსაწინააღდეგო თავდაცვის სისტემა არაფრად ვარგებულა! ასე რომ, ერთ მშვენიერ დღეს კრემლის კედლები მართლაც მოინგრევა, რო არაფერ ვთვათ ყირიმის ხიდზე!
ურდოს სიკვდილის სამინისტრომ თავად აღიარა, შემოვიდნენ და დაგვბომბესო!
გამწარდა პუტლერი და აფრინა სტრატეგიული ბომბდამშენები უკრაინის დასაბომბად! 70-დან 60 მაღალი სიზუსტის რაკეტა X-101/X-555, X-59 და კალიბრი ჩამოაგდო ჩვენმა ჰსთ-მ და ძალიან მაგრა იმუშავა მიკოლაივის თავზე ჩვენების ავიაციამ. სამწუხაროდ, ზაპოროჟიეში იყო მსხვერპლი სამოქალაქოებს შორის, ცალკეულ ადგილებში დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურაც, მაგრამ გუშინ მაინც ვფიქრობ ომში გარდატეხის შეტანისთვის მნიშვნელოვანი დღე იყო – ჩვენებმა თავი კარგად დაიცვეს და ურდოს კიდევ 700 კილომეტრის სიღრმეში დრონებით შიშის და დაუცველობის განცდას სიღრმისეულად ჩაუდეს!
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ჩვენს თვალწინ ნადგურდება!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!

იტვირთბა....