ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხელისუფლებამ სამძიმარი შხამიანი და სიცრუით სავსე პროპაგანდისთვის გამოიყენა – გიგა ბოკერია

“ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლებისადმი სამძიმარი შხამიანი და სიცრუით სავსე პროპაგანდისთვის გამოიყენეს.

„ისეთი შეტოპილი აქვთ პუტინისტურ პროპაგანდაში, რომელსაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იყენებენ რომ სამძიმრის თქმის ინსტიქტი თავად არ ჰქონიათ, უფრო მეტიც, როგორც ჩანს, აკრძალული ჰქონდა მთელ გუნდს, რომ ამ საკითხზე საჯარო თანაგრძნობის პოზიცია ჰქონიათ. სანამ საზოგადოებრივმა წნეხმა და სხვა დროს პოლიტიკური განცხადებებით არ ცნობილმა, მაგრამ გავლენიანმა ადამიანებმა არ მოუწოდეს ამისკენ, იქამდე არ ჩაუთვლიათ საჭიროდ ამის გაკეთება და მერე როგორ ჩანს ჩათვალეს, რომ პიარულად ძალიან ზიანდებიან, თუმცა მაშინაც კი ეს სამძიმარი გამოიყენეს თავისი შხამიანი, სიცრუით სავსე პროპაგანდისთვის, თითქოს ან ადრე, ან მომავალში საქართველოს ბრალი იყო, ან შეიძლება იყოს რუსეთი, თუ თავს დაგვესხმევა, ან როცა ის თავს დაგვესხა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

იტვირთბა....