ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერმა საქართველოში გლოვის დღე არ გამოაცხადა – ორი დღით დაგვიანებული სამძიმარი, რომელიც ღარიბაშვილმა ერთ წუთში ჩაატია

ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოების ნაწილის მოთხოვნის მიუხედავად, გლოვის დღე არ გამოაცხადა. მთავრობის სხდომა მან სამძიმრით დაიწყო, თუმცა იქვე შეახსენა გმირების ოჯახებს, რომ დაღუპული სამხედროების გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს სწორედ მთავრობა ფარავს.

ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ უკრაინაში მეომრები საბრძოლველად “ომის პარტიის” წარმომადგენლებს მიჰყავთ..

უკრაინაში საქართველოს 5 მოქალაქე შაბათს, 3 დეკემბერს დაიღუპა. საზოგადოების ნაწილი, ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები 6 დეკემბრის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვენ.

იტვირთბა....