უმძიმესი მდგომარეობაა უკრაინის ქალაქ ბახმუტში, სადაც საქართველოს ხუთი მოქალაქის ცხედარი იმყოფება და ამ წუთასაც იქ ქართველი ჯარისკაცების მობილიზებაა.
უკრაინაში მებრძოლი ზაუკა ბარძემიშვილი ,,ტვ პირველს” ბახმუტში არსებული სიტუაციის შესახებ უყვება. ქართველი ჯარისკაცის ინფორმაციით, რუსები ქალაქ ბახმუტის შემოსასვლელში არიან შემოსულები, მაგრამ წინ ვერ მიიწევენ.
ბახმუტიდან 7-8 კილომეტრის დაშორებით ვმუშაობთ ჩვენ, სულ სხვა ამოცანა გვაქვს. კონტაქტი გვქონდა ბახმუტში მყოფ ქართველებთან, ახლა ეს კავშირი დაიკარგა.
ბახმუტში გარდაცვლილი ქართველების გამოსვენებაზე არა მარტო იქ მყოფი ჩვენი თანამემამულეები, არამედ უკრაინელი მებრძოლებიც მუშაობენ.
ჩვენი დანაყოფის ამოცანაა, სოფლების აღება, წინა ხაზზე ვართ. ჩვენ ავიღებთ სოფლებს, მერე მიდის მისი გაწმენდა. მხოლოდ ამის შემდეგ სოფლებში დგება სხვა ბრიგადები.
ბახმუტი იბომბება ინტენსიურად, ქალაქში სამხედროების და მოხუცების მეტი არავინაა.
რუსები არიან ქალაქის შემოგარენში ცოტათი შემოსულები, წინ ვერ მიიწევენ. ქართველები 30 კაცამდეა ქალაქში. დიდი ტერიტორიაა. – ამბობს ქართველი სამხედრო, ზაუკა ბარძემიშვილი.
ბოლო ინფორმაციით, ოკუპანტებმა ბახმუტზე იერიში განაახლეს. სტრატეგიულ ქალაქს რუსული ავიაცია ინტენსიურად ბომბავს.
საომარი მოქმედებების გამო კავშირზე გასვლა ვერ ხერხდება სპეცოპერაციის იმ მონაწილეებთან, ვინც ოკუპანტებით გადავსებულ ქალაქშია შესული.