ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე ქვეყანაში გავრცელებულ ვირუსებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მაია ზალდასტანიშვილი ამბობს, რომ საავადმყოფოებში მიმართვიანობა ძალიან გაზრდილია და დეკემბრის შუა რიცხვებისთვის კიდევ მოიმატებს გრიპის შემთხვევების რაოდენობა.
“ძირითადად ცირკულირებს სამი სახის ვირუსი, ესენია: ერეს ვირუსი, რესპირატორული ვირუსი, არის გრიპის და როტა ვირუსები. აქამდე ჭარბობდა ერეს ვირუსი, მაგრამ უკვე მას დაეწია და დეკემბრის ბოლოსთვის მას გაასწრებს გრიპის ვირუსი, რომელიც საკმაოდ არასასიამოვნოდ მიმდინარეობს, რაც ახასიათებს გრიპს, მაღალი ტემპერატურა და ინტოქსიკაციის მოვლენები. ამიტომ მომართვიანობა გაზრდილია, განსაკუთრებით კი ბავშვთა ასაკში,” – აცხადებს მაია ზალდასტანიშვილი.
წყარო: რუსთავი 2