ჭყონდიდის ეპარქიის მმართველმა, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა მედიის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ გაილაშქრა.
მარტვილის მონასტერში, საკვირაო წირვა-ლოცვის მიწურულს, დღევანდელ ქადაგებაში კალაიჯიშვილმა ჟურნალისტები “მიკროფონით მორბენალ ძროხებს” შეადარა.
ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი ამბიონიდან, არც პოლიტიკურ განცხადებებს მორიდებია და სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მიკერძოებულ ომბუდსმენად მოიხსენია.
წყარო: თაიმერი