მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ახლა ოჯახი რას ფიქრობს. მისი თქმით, ახლა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს იცოცხლებს თუ არა მესამე პრეზიდენტი.
მისივე თქმით, ის ვერ ხვდება თუ რატომ არ არის სასამართლო პროცესი ჯერ ჩანიშნული, მაშინ როცა მისი საქმე ყველა მხრივ არის შესწავლილი.
“რაც ჭირდებოდა, რაც შესაძლებელი იყო რომ აი აქ, ოთახში გაკეთებულიყო, ყველაფერი გაკეთდა და შესაბამისი დასკვნაც დაიდო. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ახლა ოჯახი რას ფიქრობს. ახლა ლაპარაკობს სასამართლო. ის რა გადაწყვეტილებას მიიღებს, იმის მიხედვით გადაწყდება, ჩემმა შვილმა უნდა იცოცხლოს თუ უნდა მოკვდეს არ ვიცი სასამართლო პროცესს როდის ჩანიშნავენ, არ ვიცი რას ელოდებიან, უკვე წელიწადი და მესამე თვე გავიდა, ეს საკითხი რით ვერ შეისწავლეს?! ხომ შესწავლილია ყოველი მხრიდან?! მე ვფიქრობ, რომ ეს სწრაფად უნდა მოხდეს“, – განაცხადა გიული ალასანიამ “ვივა მედთან”.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. 2 დეკემბერს გამოქვეყნდა ამერიკელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევების დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი და დარიშხანია აღმოჩენილი.
ადვოკატებმა მისი გათავისუფლების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს წინა კვირას მიმართეს. საქმე მოსამართლე გიორგი არევაძეს დაეწრა, თუმცა ამ დრომდე პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა.