ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

შვედეთში ჩეჩენი ბლოგერი მოკლეს

მედიისა და აქტივისტების ცნობით, შვედეთში ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი მოკლეს.

“რაც არ უნდა გაგვიჭირდეს მომხდარის აღიარება, სამწუხაროდ, მისი გარდაცვალების შესახებ ჭორები სიმართლე აღმოჩნდა.”, – წერს 1ADAT ტელეგრამ არხზე.

ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა 1 ADAT არხი, რომელსაც ჩეჩენი ოპოზიციონერები მართავენ, წერს, რომ აბდურახმანოვის მოკვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა.

ცნობისთვის, 2 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია მისი გაუჩინარების შესახებ.

იტვირთბა....