ახალი ამბები უკრაინის ომი

უკრაინა მზადაა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს – დავით არახამია

უკრაინის მმართველი პარტიის “ხალხის მსახურის”, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის უზრუნველყოს რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიები და ჩამოთვალა პუნქტები. არახამიას თქმით, გარდა რეპარაციების გადახდისა და ყველა ომის დამნაშავეების დასჯისა, რუსეთმა ნებაყოფლობით უნდა დათმოს თავისი ბირთვული იარაღი.

“ამის შემდეგ ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ და უსაფრთხოების გარანტიებზე ვისაუბროთ“, – დააზუსტა არახამიამ.

იტვირთბა....