საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამძიმრის წერილს ავრცელებს და უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრების ოჯახის წევრებს თანაგრძნობას უცხადებს.
“დღეს ხუთი ქართველი დაიღუპა ბახმუტთან ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.