ახალი ამბები პოლიტიკა

სააკაშვილი თავისუფლების ფასს საკუთარი სიცოხლით იხდის – უგულავა

გიგი უგულავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების ფასს საკუთარი სიცოხლით იხდის.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ ჩვენ აქტიურობა გვჭირდება, რომ ეს სახელმწიფო წყვდიადში და ორმოში არ ჩავარდეს თავიდან.

საზოგადოებას აქტიურობა სჭირდება და ჩვენ აქტიურობა გვჭირდება ამ საკითხში იმიტომ კი არა, რომ ჩვენ უნდა გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილი, არამედ საზოგადოებას იმიტომ სჭირდება ეს აქტიურობა, რომ საზოგადოებად შევრჩეთ და ადამიანებად დავრჩეთ, რომ ეს სახელმწიფო წყვდიადში და ორმოში არ ჩავარდეს თავიდან და ამ ორმოდან ამოსვლას კიდევ 30 წელი არ მოვანდომოთ. სამწუარო რეალობა არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის თავისუფლების ფასს იხდის საკუთარი სიცოხლით.

მმართველი პარტიის ოფისთან აქცია უკვე დასრულდა. პარტიის ლიდერებმა, ორივე ფლანგმა ერთობა დააანონსეს და თქვეს, რომ კიედვ ერთხელ შეიკრიბებიან.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები “ქართული ოცნების” ოფისთან მსვლელობით მივიდნენ. აქციაზე იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, მედიკოსები და მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა იყო.

იტვირთბა....