ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსთავში სამი მამაკაცი დაჭრეს

რუსთავში, მე-7 მიკრო რაიონში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სამი მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით, გამთენიისას მოხდა. დაჭრილები სტაციონარში გადაიყვანეს. ერთ-ერთი ახალგაზრდას მდგომარეობა მძიმეა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმედ დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....