ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ფოთში, პროკურორის შვილმა მანქანა გაძარცვა და გირაოთი გამოუშვეს“

ქალაქ ფოთის პროკურორის შვილი ქურდობაზე დააკავეს. პროკურორ ალექსანდრე გოგუაძის უმცროს ვაჟს, 21 წლის ამირან გოგუაძეს ბრალად მანქანის გაძარცვა ედება.

მომხდარზე საქმე 177-ე მუხლის მესამე ნაწილით აღიძრა, რომელიც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.

“მეტრონომის” ინფორმაციით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსგანაა მოპოვებული, გოგუაძესთან ერთად კიდევ იყო 2 პირი, რომლებმაც მანქანანა გაძარცვეს, უფრო კონკრეტულად კი, ავტომანქანის “ბამპერი” მოიპარეს.

აღნიშნული ინფორმაცია “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, პროკურორის ვაჟი თანხმლებ პირებთან ერთად გირაოთი გამოუშვეს.

იტვირთბა....