ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნაცმოძრაობასთან” კავშირში მყოფი ცენტრი “ემპათიას” სანდოობა ნულია – კობახიძე სააკაშვილის ჯანმრთელობის დასკვნაზე

პირველი, რაც შეეხება თავად ცენტრი ემპათიას ის პირდაპირ არის ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული, რასაც მისი ხელმძღვანელი არასდროს მალავდა. აქედან გამომდინარე, სანდოობა არის ნულის ტოლი, მიკერძოებულია ჩვეულებრივად ეს ორგანიზაცია. მეორე, რაც შეეხება დიაგნოზს, აქ მარტივად უნდა ითქვას, რა კონკრეტული დაავადებაა ისეთი, რომელიც უნდა იწვევდეს პატიმრის განთავისუფლებას, რაც სხვა პატიმრებს არ აქვთ. თვითონ ჩამონათვალს რაც შეეხება, ასეთი ჩამონათვალი შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ პატიმარს თუ არა პატიმარს. ანუ გარკვეული ტიპის გადახრები, სამედიცინო ჩვენებები, პრაქტიკულად ყველას აღენიშნება. ამიტომ, ასეთი ჩამონათვალი არაფერს არ ნიშნავს თავისთავად

ასე გამოეხმაურა “ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ცენტრ “ემპათიას” დასკვნას მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

იტვირთბა....