ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსული პროპაგანდისტული არხი Мир-ი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში ფართს ქირაობს

სტუდია “მონიტორი” ინფორმაციით, უკრაინასა და ბალტიისპირეთში აკრძალული რუსულენოვანი ტელეკომპანია Мир-ი 2008 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ფართს ქირაობს.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ბოლო ხელშეკრულება რუსული ტელე-რადიო კომპანიის წარმომადგენლობამ პირველ არხთან 2017 წელს გააფორმა. იჯარის ყოველთვიური თანხა 1880 ლარია.

“2008 წლიდან ნამდვილად ქირაობს ამ ფართს კომპანია Мир-ი. უფრო მეტს გეტყვით 12-14 ნოემბრიდან ეს ქონება გასხვისებულია და საზოგადოებრივი მაუწყებელი მისი მფლობელი ოფიციალურად აღარ არის”, – თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.

უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ლატვიამ და ლიეტუვამ Мир-ს მაუწყებლობა საკუთარ ტერიტორიაზე აუკრძალა, თუმცა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს აღნიშნულ ტელე-რადიო კომპანიასთან საიჯარო ხელშეკრულება არ გაუუქმებია.

იტვირთბა....