ვიდეო საზოგადოება

8 წლის უნახავი დედა-შვილის ემოციური შეხვედრა (ვიდეო)

„ნანუკას შოუში“ დედა-შვილის ემოციურმა შეხვედრამ მაყურებელთა ყურადღება მიიქცია. ლალი შიუკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაოდ რვა წლის წინ წავიდა. იგი საქართველოში ისე დაბრუნდა, რომ მისმა ვაჟმა ამის შესახებ არაფერი იცოდა.

შვილი, ნიკოლოზ ფაიქრიძე, 1991 წელს დაიბადა

დედა, ლალი შიუკაშვილი პროფესიით მსახიობია, ზესტაფონის თეატრში თამაშობდა. ერთ დღესაც მან გადაწყვიტა საზღვარგარეთ წასვლა. მას უკვე ჰყავდა ორი შვილი, ნიკა და თაკო. „ ჩემმა მეუღლემ თქვა, რომ ეს ტვირთი უნდა აეღო იმას ვინც ძლიერია. ამიტომ წავედი.“ – ამბობს ლალი შიუკაშვილი.  „ვიცოდი რომ ჩემ შვილებს არ გაუჭირდებოდათ არაფერი, რადგან მათ ჰყავთ არაჩვეულებრივი, ყურადღებიანი მამა“ -ამატებს ის.

შვილები თან სწავლობდნენ, თან-მუშაობდნენ. ნიკა მსახიობი გახდა. დედა კი შტატებში მოხუცებს უვლიდა. ასე , ერთობლივი ძალისხმევით გადაარჩინეს ოჯახი. ოჯახი ცდილობდა დედის დაბრუნებას, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ეს რვა წელი ვერ მოხერხდა. შვილებს მუდმივად ჰქონდათ კონტაქტი დედასთან „სკაიპით“.

„ნიკუშამ მართლა არ იცოდა, რომ მოვდიოდი. რვა წლის წინ, როცა ვტოვებდი საქართველოს, მქონდა ოცნება, რომ ჩემი შვილი დიდ სცენაზე მენახა. მინდოდა შემდგარი მსახიობი ყოფილიყო და როცა გავიგე, რომ სპექტაკლში თამაშობდა, ეს ჩემთვის საოცარი იყო“ – ამბობს ლალი შიუკაშვილი. დედა თავდაპირევლად აეროპორტში უცმროს შვილს, თაკოს შეხვდა, ხოლო შემდეგ, უფროს შვილს, ნიკას თეატრში მიაკითხა და სპექტაკლის დასრულების შემდეგ ყვავილები მიართვა. ძალიან ემოციური კადრები „ნანუკას შოუდან“:

იტვირთბა....