საზოგადოება

ქართული ყაბალახი E-bay-ზე იყიდება

ქართული ტრადიციული ხელნაკეთი ყაბალახი E-bay-ზე გამოჩნდა.

გათანამედროვებულ თავსაბურავებს „დარბაისელი”-ს სავაჭრო ნიშნით ქეთევან ჯინჭარაძე ამზადებს. როგორც ჯინჭარაძემ “კომერსანტს” განუცხადა, პროდუქციას შეზღუდული რაოდენობით ქმნის და ძირითადად კერძო შეკვეთებზე მუშაობს. სამომავლოდ კი გრანტის ასაღებად მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სააგენტოს სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის სურვილი აქვს, რათა მოხდეს გაფართოება, რამდენიმე ადამიანის დასაქმება და ასორტიმენტის გამრავალფერონებაც.

რაც შეეხება E-bay-ს, მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ თავსაბურავი საცდელად განათავსეს, გამოხმაურების მიხედვით კი მომხმარებელში ახალმა პროდუქციამ ინტერესიც გააჩინა. E-bay-ზე ქართული ყაბალახის ფასი 13 დოლარია.

შეგახსენებთ, E-bay-მულტინაციონალური კომერციული სავაჭრო პლატფორმაა, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა.

იტვირთბა....