ჯგუფური ჩხუბი და სროლა თბილისის ცენტრში – “ტვ პირველმა” დედაქალაქის ტურისტულ ზონაში მომხდარი დაპირისპირების შესახებ ახალი დეტალები გაარკვია.
ირკვევა, რომ გვიან ღამით ახალგაზრდების ჯგუფი ერთმანეთს, დანებით, სკამებით ელექტროშოკებით და ცეცხლსასროლი იარაღებით დაუპირისპირდნენ.
დაშავებულების და დაჭრილების შესახებ ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. ხელჩართული ჩხუბი აღმაშენებლის გამზირზე რამდენიმე წუთის განმავლოაბაში ისე გრძელდებოდა, რომ ადგილზე პოლიცია არ გამოჩენილა.
ადგილობრივებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.
დაზიანებულია კაფე-ბარების ინვენტარი და ჩამსხვრეულია ტერიტორიაზე მდგომი ავტომობილების შუშები.
გომელაურის უწყებას დაკავებული არ ჰყავს.