უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო-მიმართვაში რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნის საჭიროებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ თემაზე ბრიტანეთის მხარდაჭერის იმედი აქვთ, რომელსაც მსგავსი გამოცდილება მეორე მსოფლიო ომის დროს ჰქონდა.
„აგრესიაზე პასუხისგებისთვის საჭიროა სპეციალური ტრიბუნალი – სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გარდა. და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შეიქმნას ასეთი ტრიბუნალი.
სწორედ ამ საქმეს მიეძღვნა დღეს უკრაინის პირველი ლედის მიმართვა პარლამენტისა და დიდი ბრიტანეთის ხალხისადმი.
ამჟამად ოლენას ვიზიტი დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს. და ყველა უკრაინელი კაცისა და ქალის სახელით, ვინც დაზარალდა რუსული აგრესიით, მან მოუწოდა დიდ ბრიტანეთს გახდეს ლიდერი გლობალურ ძალისხმევაში, რათა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დანაშაულისთვის და აღადგინოს სამართლიანობა“ , – აღნიშნა ზელენსკიმ.