საზოგადოება

ყველაზე სექსუალური, ძლიერი, გენიალური – რომელია გამორჩეული ზოდიაქოს ნიშანი

ზოდიაქოს ნიშნები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან და ყოველი მათგანი სხვებისგან რაღაცით გამოირჩევა.

ყველაზე ძლიერი – თევზი

ასტროლოგების აზრით, ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშანი არის თევზი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიშანი სენტიმენტალურია მასში ძალიან დიდი შინაგანი რესურსი და ძალაა, რომ ნებისმიერი დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანონ.

ყველაზე სექსუალური – ვერძი

ძალიან ენერგიულია, ვნებიანი და აქტიური. ვერძი სხვების ყურადღების მიპყრობას საკუთარი ქარიზმატულობით ახერხებს.

ყველაზე მზაკვარი – მორიელი

თუ მორიელი შურისძიებას მოინდომებს მას წინ ვეღარავინ გადაუდგება. ამ დროს ის ყველაზე სასტიკი და დაუნდობელია. მორიელი ყველაზე საშიში მტერია.

ყველაზე ერთგული – ქალწული

თუ ქალწულმა ცხოვრების თანამგზავრი აარჩია, მაშინ ის სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული იქნება. მის პარტნიორს შეუძლია 100%-ით ენდოს ზოდიაქოს ამ ნიშანს.

ყველაზე ლამაზი – მშვილდოსანი

ამ ნიშნით დაბადებულთა უმრავლესობა ბუნებრივი სილამაზითაა დაჯილდოვებული. ისინი სხვა ნიშნებისგან განსხვავებით ყველაზე მომხიბვლელები არიან.

ყველაზე კეთილი – კურო

კუროს არ უყვარს კონფლიქტები. ის ცდილობს ყველას დაეხმაროს. როგორ ამბობენ, რომ კუროს სხვა ნიშნებისგან განსხვავებით ყველაზე დიდი და კეთილი გული აქვს.

ყველაზე იღბლიანი – ტყუპები

ისინი სწორ დროს სწორ ადგილას ჩნდებიან, რაც მათ წარმატების მიღწევაში ძალიან ეხმარებათ. ტყუპები ბუნებით ოპტიმისტები არიან, ეს კი წარმატების უკვე 90% არის. ყველაზე მეოჯახე – კირჩხიბი

კირჩხიბისთვის ოჯახური ფასეულობა ყველაზე მაღლა დგას. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის შესაფერისი პარტნიორი და მყუდრო სახლი, სადაც დიდხანს იცხოვრებს. ქორწინებისთვის ეს იდეალური ნიშანია.

ყველაზე ეგოისტი – ლომი

მიუხედავად იმისა, რომ ლომი გულუხვი და მეგობრულია, ის საკუთარ ინტერესებს ყველაზე მაღლა აყენებს. მას ყურადღების ცენტრში ყოფნა ძალიან უყვარს და გიჟდება, როდესაც აქებენ, ეს მათ ენერგიას ჰმატებს.

ყველაზე საკუთარ თავში ჩაკეტილი – თხის რქა

თხის რქა ძალიან იშვიათად ენდობა სხვას და გამუდმებით ცდილობს დისტანციით იურთიერთოს სხვებთან.

ყველაზე გენიალური – მერწყული

მერწყულს მუდამ აქვს ახალი იდეები და მდიდარი ფანტაზია, ის ნამდვილი შემოქმედია, მაგრამ ხშირად იდეების განხორციელება ძალიან უჭირს, რაც მის წინსვლასა და განვითარებას ხელს უშლის.

aww.ge

იტვირთბა....