პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ინფორმაციას ხშირად გვიზიარებს. ამჯერადაც, პეტრიაშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
აბა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! #BDN #BუკაDეილიNიუსი მოვიდა ცხელი ამბების დასტით!
ნატო-ში აშშ-ს ელჩი ამბობს, უკრაინა გადაწყვეტს, როდის იქნება სწორი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და ნატო-ს ყველა ქვეყანა გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ უკრაინა მაქსიმალურად ძლიერი პოზიციიდან მივიდეს მოლაპარაკებებზე!
ჩვენი უკრაინელი მეგობრები ასეთ ძლიერ პოზიციად მიიჩნევენ ცოცხალ ჩართვას ყირიმიდან 6 თვის შემდეგ, მაისში! მოვა მაისიი!
გუშინ ლიეტუვას, ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის, შვედეთის, ისლანდიის და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ კიევში და შეხვდნენ პრეზიდენტ ზელენსკის. მხარდაჭერა გაგრძელდება მანამდე, ვიდრე არ მოიგებს უკრაინა! რუსეთს მაქსიმალურად უნდა შეეზღუდოს შემოსავლის წყაროები, რომ ვეღარ აფინანსოს ომი! ევროპა გააგრძელებს აქტიურად უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას და მომავალში მიიღებს აქტიურ მონაწილეობას უკრაინის აღდგენაში!
ევროკავშირი გუშინ შეთანხმდა, რომ სანქციების გვერდის ავლა, დახმარება ამ საქმეში და მასში მონაწილეობა ერთნაირად სისხლის სამართლის დანაშაული გახდება!!!!!
წინ კიდევ პორცედურებია, მაგრამ სანქციების მიმართულებითაც ყულფი ინწრო ხდება!
ვიდრე ფრონტის ამბებზე გადავალ, დღეს სერიოზული გაფრთხილებაა, რომ შეიძლება მორიგი მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა მოხდება მთელი უკრაინის მასშტაბით! კი ხვდებიან ეს ურჩხულისშვილები, რომ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანება ფრონტზე სიტუაციას ვერ ცვლის, მაგრამ მაინც ჰგონიათ, რომ ასე შეიძლება უკრაინის ხელისუფლების მოლაპარაკებებზე იძულება!
ფრონტებზე: ჰერსონი და მიდამოები იბომბება, ვიდრე შეუძლიათ, იმიტომ რომ ჩვენებიც მაგრად უბათქუნებენ და თან დნიპროს მარცხენა ნაპირისკენ მიიწევენ!
ზაპოროჟიეში ისეთი შტილია, რომ აი იბუთქბეს, მარა რას იბუთქებს – ვიცი მე ეს პოზიციური ბრძოლები რითი მთავრდება – ურდოს მხრიდან კეთილი ნების გამოხატვით ან სტრატეგიული გადაჯგუფებით ან და გათვლილი უკანდახევით!
ლუჰანსკში კრემენნა-სვატოვოს მიმართულებაზეც გუშინ უფრო პოზიციური ბრძოლები იყო!
აი ძაააალიან დაცხა დონეცკში! ოზორიანკაზე დროებით ისევ ურდოსკენ გადავიდა კონტროლი, დანარჩენი ყველაფერი პროპაგანდაა, თუ სადმე რამეს წააწყდით. არც კურძიუმოვკა აუღა ურდოს, არც ბახმუტია ალყაში, არც ნოვომიხაილოვკა დაგვიკარგავს, არც ანდრეევკა და არც მითუმეტეს ავდეევკა! ბრძოლები კი ნაღდად ძალიან მძიმე მიდის! ასობით ვაგნერელი მიქრის კობზონთან ყოველ დღე! მაინც დაეტყო საკობზონეს ჩმობიკების შემომატება და ჰერსონიდან გადმოსროლა!
ჩვენები მაგრად დგანან და პოზიციებიც ძალიან მაგრა აქვთ გამაგრებული! მთელი ამბავი ხომ მომარაგების გზებისთვის ბრძოლაშია ახლა, თორე ბახმუტისგან ისედაც არაფერი დარჩა და მაინც იქ ჩვენი ბიჭები და გოგოები დგანან ძალიან მაგრად!
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ინგრევა ჩვენს თვალწინ!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!