თურქეთის ტერაქტის პარალელურად, ტერაქტი შვედეთშიც განხორციელდა. აფეთქება თურქული კულტურის ცენტრში მოხდა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, აფეთქების შედეგად შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა. ტერაქტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან აფეთქება ღამით მოხდა, იმ დროს, როცა შენობაში არავინ იყო.
კულტურის ცენტრი ქალაქ სტოქჰოლმის სამხრეთში მდებარეობს. პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია.