ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

მშვიდობის შენარჩუნების საუკეთესო გზა უკრაინის მხარდაჭერაა – სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მშვიდობის შენარჩუნების საუკეთესო გზა უკრაინის მხარდაჭერაა.

“ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ უკრაინის პოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუ მას სამხედრო მხარდაჭერას გავუწევთ. მშვიდობის შენარჩუნების საუკეთესო გზა უკრაინის მხარდაჭერაა”, – თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგის თქმით, თუ პუტინი ომს მოიგებს, ის და სხვა დიქტატორები გააგრძელებენ ძალადობას თავიანთი მიზნების მისაღწევად.

“ეს შეიძლება ნიშნავდეს მეტ ომს და მეტ ტანჯვას. ეს ჩვენს სამყაროს კიდევ უფრო სახიფათოს გახდის. უკრაინის გამარჯვება ჩვენს ინტერესებშია”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

21 ნოემბერს, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO-ს მეტის გაკეთება შეეძლო რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე და მისი თქმით, თუკი, უკრაინის მაგალითმა მსოფლიოს რაიმე ასწავლა, ეს ისაა, რომ უკრაინისთვის მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად და კიდევ უფრო ადრე უნდა დაეჭირათ.

იტვირთბა....