პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ინფორმაციას ხშირად გვიზიარებს. ამჯერადაც, პეტრიაშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
აბა კვირა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი #BDN მოვიდა ცხელი ამბების დასტით!
“ან უკრაინა გაიმარჯვებს, ან ევროპა დაიღუპება” – ეს სიტყვები პოლონეთის პრემიერ მინისტრს ეკუთვნის.
“რუსეთი არათუ ვერ გაიმარჯვებს, არამედ აუცილებლად დამარცხდება” – ეს სიტყვები გერმანიის კანცლერს ეკუთვნის.
ბელგიის პრემიერ მინისტრმა კიევში ვიზიტის დროს ხელი მოაწერა დეკლარაციას უკრაინის ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის შესახებ.
ბელგიის, პოლონეთის და ლიეტუვის პრემიერ მინისტრები, უნგრეთის!!!! პრეზიდენტის თაოსნობით გუშინ იმყოფებოდნენ კიევში. უკრაინა და ცივილზებული სამყარო გუშინ პატივს მიაგებდა ჰოლოდომორის მილიონობით მსხვერპლს! ამიტომაც სიმბოლური იყო, რომ გუშინ გაიმართა კიევში სამიტი “Grain from Ukraine” “ხორბალი უკრაინიდან”, რათა აღარ დაუშვან მსოფლიოში შიმშილით მილიონობით ადამიანის სიკვდილი. ვირტუალურად სამიტს შეუერთდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლაინი და სხვა ქვეყნების ხელმძღვანელი პირები!
150 მილიონი დოლარის ხორბალი გავა უკრაინიდან ჯამში! ახლაც 50 გემი იტვირთება! თურქეთის როლის არ აღნიშვნა არ შეიძლება, თუმცა უმნიშვნელოვანესია, რომ ურდოს სასურსათო შანტაჟმა არ იმუშავა და მსოფლიო ამას ერთიანად აღუდგა წინ!
უკრაინას 6 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი გადასცა….. ლუქსემბურგმა!!!! (350 კაცი ყავს სულ არმიაში) არიქა, აღმოსავლეთის ლუქსემბურგელებო ვქნათ რამე! გენერატორები მაინც გადავცეთ! გავათბოთ ჩვენი უკრაინელი თანამებრძოლები!
ვიდრე გენერატორებზე მივალ, კიდო ბელგიის თავდაცვის მინისტრმა უკრაინას 10 წყალქვეშა დრონი და 2 ბიო ლაბორატორია გადავცემთო!
დმიტრო კულებმა საინტერესო რამე თქვა, არიან კიდევ ქვეყნები, რომლებიც გახმაურების გარეშე გვაწვდიან შეიარაღებას და გვეხმარებიან მესამე ქვეყნებთან შეიარაღების შესყიდვაშიო!
ხერსონში ხო აღდგა ელექტრო ენერგიის მიწოდება; მთელს უკრაინაშიც ხო მიდის აღდგენითი სამუშაოები. ჰოდა, ამის ზემოთ კიდევ უკრაინელებს მთელი ცივილიზებული სამყარო აწვდის გენერატორებს!
პრიგოჟინის ვაგნერელებმა 2 დღის წინ სისხლიანი ურო გაგზავნეს ჰააგაში. ჰოდა, ესტონეთის საგარეო მინისტრმა კულტურულად ხელბორკილები გაგზავნა ჰააგაში პრიოგოჟინისთვის.
ამასობაში აშშ-ს ფედერალური გამოძიების ბიურომ ძებნაში გამოაცხადა პუტინის პირადი პოვარი და ვაგნერის მკვლელების მამა-მარჩენალი პრიგოჟინი. 250 ათასი დოლარიც დააწესა მის თავზედ! არ აცდება მაგას ან ტყვია, ან საკანი!
ისევე როგორც ლუკაშიე მათხუარს! აუ რა აეწვა ალბათ ეს 2 დღეა – აგიჟებენ, კრემლში მისი მოშორება გადაწყვეტილია იმიტომ რომ ჯარს არ გზავნის უკრაინაში საომრადო! აი ლუკაშა ჰააგაში კი ნაღდად საპოპკორნე ამბავი იქნება – რა ამბებს მოყვება, ერთი სიამოვნება იქნება ცქერა! აი ბელარუსის საგარეო მინისტრი ვლადიმერ მაკეი კი ადამიანურად შემეცოდა – არ იყო ცუდი კაცი, პირადადაც ვიცნობდი, მაგრამ ასე იცის რეჟიმის ქვეშ ჩარჩენამ.
ფრონტის ხაზებზე წვიმა ბატონობს! ნახავდით ჩვენს გმირ მებრძოლებს რა პირობებში უწევთ ბახმუტისთვის ბრძოლა! მუხლებამდე წყალში, ტალახში, სიცივეში იბრძვიან ჩვენი გმირები და სანტიმეტრით არ იხევენ უკან.
ურდოს პოლიტიკაა, გადაბუგოს ავდეევკა, ნოვომიხაილოვკა, პავლივკა და უჰლედარი, რომ მერე დაიტრიპაჩოს, უკრონაცებისგან გავათავისუფლეო, მაგრამ ვერ მოგართვით! გერმანული მარსების და ამერიკული ჰაიმარსების მადლმა, ითვალეთ პაჩკობით მკტარი რუსები ყოველ დღე! ჩაწყობილი “დედები” არ უშველის პუტლერს!
ერთი გამოაცხადოს კიდევ მობილიზაცია რაა! ხო დალეწეს ამათმა კრამიტები – ჩრდილოკორეული სამხედრო ფორმა სანატრელი აქვთ ტიპებს!
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ჩვენს თვალწინ ინგრევა!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!