ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

განა ვინაა პასუხისმგებელი ხალხს მორალსა და ზნეობაზე თუ არა ეკლესია?! მაშ რაღაში გვჭირდება ის, თუ ერის ზნეობრივ ამაღლებას და განწმენდას ვერ ახერხებს?! – ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ანდრია ჯაღმაიძეს მიმართავს:

“გონებადახშულმა და გახრწნილმა საპატრიარქომ გამოფინა განცხადება ანდრია ჯაღმაიძის ხელმოწერით, სადაც ყველას და ყველაფერს ადანაშაულებს დღეს ხაშურის ეპარქიაში მომხდარ ტრაგედიაზე, წარმოიდგინეთდა, პირველ რიგში ავაზაკთა ქვაბად ქცეული ეკლესიის კრიტიკოსებს და მამხილებლებს და საერთოდ ვერ ხედავენ ერის ზნეობის დაკარგვასა და საყოველთაო კრიმინალიზაცია-ამორალიზაციაში თავის წილ, ანუ ეკლესიის/საპატრიარქოს წილ პასუხისმგებლობას!

განა ვინაა პასუხისმგებელი ხალხს მორალსა და ზნეობაზე თუ არა ეკლესია?! მაშ რაღაში გვჭირდება ასეთი უმარილო და უმადლო ეკლესია, თუ ის ზნეობრივ ამაღლებას და განწმენდას ერისას ვერ ახერხებს?! და როგორ მოახერხებს, როცა პასუხისმგებლობის გრძნობაც კი არ გააჩნია არც პატრარქს და არც მოსაყდრეს და არც მათ კამარილიას??? გინახავთ სადმე მათ მიერ ფემიციდის წინააღმდეგ გალაშქრება და ქალთა უფლებებზე ქადაგება?! პირიქით! ამ ტურებმა ყველანაირად დააკნინეს დემოკრატიული ღირებულებები და ააღორძინეს ქვის ხანა საქართველოში!

და ბოლოს რიტორიკული შეკითხვა ანდრია ჯაღმაიძის: თქვენი მეუღლე ასრულებს პატრიარქ ილია მეორის არაერთგზის კურთხევა-სწავლებას ქმარს ფეხები დაბანონ ცოლებმაო?!“, – განაცხადა ილია ჭიღლაძემ.

იტვირთბა....