ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

როგორც ჩანს, ოცნებამ დაასკვნა, რომ მისი ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს უფრო მჭიდრო ურთიერთობებს მოსკოვთან – აშშ-ის ანალიტიკოსები

ვაშინგტონის ანალიტიკურ წრეებში ფიქრობენ, რომ საქართველო ავტორიტარული მიმართულებით მიდის. “ამერიკის ხმასთან” საუბარში აშშ-ს ყოფილი მაღალჩინოსნები და დიპლომატიური სამსახურის ყოფილი წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება ამ გზაზე სვლას განაგრძობს, შესაძლოა, საფრთხე ამერიკა-საქართველოს შორის უსაფრთხოების თანამშრომლობას შეექმნას.

ჯონ ჰერბსტის და დევიდ კრამერის აზრით, თბილისი ვაშინგტონთან ურთიერთობას რისკავს. მათი განცხადებით, ამას ცხადობს, გასულ კვირას სენატში გამართული მოსმენა და მასზე “ქართული ოცნების” რეაქციებიც.

“ეს ნიშნავს, რომ საქართველო რისკავს აშშ-თან თავის ურთიერთობას და ყველაფერს, რაც ამ ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. თუ თბილისში ხელისუფლება ავტორიტარული მიმართულებით სვლას განაგრძობს და კიდევ უფრო ფართოდ გააგრძელებს ჩვენს ელჩსა და აშშ-ზე თსავდასხმას, ისინი ამით არსებითად იტყვიან, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობა მათი პრიორიტეტი არ არის”, – განაცხადა ჰერბსტმა.

ანალიტიკოსების აზრით, საქართველოს ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას ნებისმიერ ფასად ცდილობს.

“ვფიქრობ, ცხადია, მათ სურთ დარჩნენ ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად და როგორც ჩანს, მათ დაასკვნეს, რომ მათი ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს უფრო მჭიდრო ურთიერთობებს მოსკოვთან. მეჩვენება, რომ მზარდი სიმყუდროვეა თბილისში ხელისუფლებაში მყოფ პარტიასა და მოსკოვშ ხელისუფლებაშ მყოფ პარტიას შორის და ეს მე მაოცებს განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რუსული ძალები საქართველოს ტერიტორიის 20% იკავებს, ასევე 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრის გათვალისწინებით და მუდმივი საფრთხის გათვალისწინებით, რასაც პუტინი საქართველოს უქმნის. მაგრამ როგორც ჩანს, ესაა, სადაც „ქართული ოცნება“ თავის მომავალს ხედავს. ვფიქრობ, დროა, ვაიძლოთ ისინი გადწყვიტონ, აპირებენ დასალვეისკენ გაიხედონ თუ რუსეთისკენ”, – ამბობს დევიდ კრამერი.

დევიდ კრამერი აშშ-ს მიერ კონკრეტული პირების მიმართ პერსონალური სანქციების დაწესებასაც არ გამორიცხავს.

“ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდოა, საქართველოში რეფორმებით განპირობებული აშშ-ს დახმარება ვიხილოთ, მეტად მოსალოდნელია ვიხილოთ გარკვეული ნაბიჯები გარკვეული პირების წინააღმდეგ.

თუ ჩვენ ჩვენს დახმარებას რეფორმებზე პროგრესზზე დაფუძნებით განვსაზღვრავთ, მაშინ ჩნდება რისკი, ეს ქართველი ხალხის სასჯელად იქცეს, ჩვენ კი ამის გაკეთება არ გვინდა. ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რასაც საქართველოში ვხედავთ, ის არის, რომ ქართველი ხალხი რჩება მომხრე NATO-ს , ევროკავშირის და აშშ-სი.

ქართველი ხალხის განწყობა მეტწილად იგივე დარჩა, პრობლემა ხელისუფლებაა, პრობლემა „ქართული ოცნებაა“, პრობლემა ოლიგარქია – ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ხელისუფლებას კულისებიდან მართავს. ასე რომ, სრულიად არ მომწონს ამის თქმა, მაგრამ ვფიქრობ, დროა, დავაწესოთ ინდივიდუალური სანქციები და არა სანქციები ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ გვინდა წარმატებული საქართველო ვიხილოთ”, – თქვა კრამერმა.

გასულ კვირას სენატში გამართულ მოსმენაზე აშშ-ს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებსი წარმომადგენლებმა საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს. ამის პარალელურად კი, თბილისში ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტატეგიული პარტნიორების მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს.

იტვირთბა....