ლაგოდეხში გვიან ღამით, სოფელ ვარდისუბანთან ავარია მოხდა. შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 28 და 35 წლის მამაკაცები ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და ხეს შეეჯახა. შედეგად, ორივე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.