უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ყველაფერს აკეთებს რუსეთის გენოციდური პოლიტიკის შესაჩერებლად და ამას მიეძღვნა 26 ნოემბერს კიევში გამართული შეხვედრები უცხოელ ლიდერებთან.
„ჩვენ გავმართეთ პირველი საერთაშორისო სამიტი სასურსათო უსაფრთხოების შესახებ. უკრაინელებმა გენოციდი გამოიარეს და დღეს ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რუსეთის ახალი გენოციდური პოლიტიკა შევაჩეროთ. ჩვენ არ ვებრძვით მხოლოდ აგრესიას, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვქმნით სისტემას, რომელიც შეაჩერებს ამ აგრესიას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინის ლიდერის როლი სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში თავს განსაკუთრებით იჩენს.
„დღეს ჩვენ ოფიციალურად გამოვაცხადეთ ჩვენი ახალი ჰუმანიტარული ინიციატივის დაწყების შესახებ. უკვე არის შეთანხმებები ბევრ პარტნიორთან ერთობლივ სამუშაოზე.