ახალი ამბები მსოფლიო

🎥ვიდეო: ლატვიამ რუსეთის და ბელარუსის საზღვართან მდებარე საფეხმავლო ხიდი დაანგრია

ლატვიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რუსეთთან და ბელარუსთან დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი მოანგრიეს.

ხიდი ე.წ. მეგობრობის ყორღანთან მდებარეობდა და ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს იყო აგებული, ახლა კი ნატოს და ევროკავშირის ქვეყნები სხვადასხვა ღონისძიებებს ახორციელებენ, რათა რუსეთისა და მისი მოკავშირე ბელარუსის იზოლირება მოხდეს.

როგორც სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, ხიდი ექსკავატორმა დაანგრია. რამდენიმე თვის წინ ლატვიამ, ისევე როგორც ევროკავშირის და ნატოს სხვა ქვეყნებმა, რუსეთის საზღვართან კედლის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. ეს გადაწყვეტილება გაერთიანებაში შემავალმა ქვეყნებმა რუსეთისგან პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით მიიღეს.

იტვირთბა....